". უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგელობაში სამხრეთ უკრაინის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ყირიმისა საბაჟოს ხელმძღვანელები არიან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეწვივნენ.
შეხვერდაზე ორი ქვეყნის ურთიერთობასა და მოახლოებილი ციტრუსის სეზონზე ისაუბრეს. ხერსონის საბაჟოს ხელმძღვანელმა, ვიტალი ბიულიუკმა აღნიშნა, რომ როგორც გასულ წელს, ამჯერადაც უკარინა მზადაა 30 ათას ტონამდე მანდარინი მიიღოს. ტვირთის გადაზიდვა კი გამარტივებული წესით მოხდება, რაც ბაზარზე ნაყოფის დროულად გატანას დააჩქარებს.
აქტიულად მიმდინარეობს უკრაინაში ხურმის ექსპორტიც. მეზობელ ქვეყანაში უკვე 1700 ტონა ხურმაა რეალიზებული, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი 5 ათასამდე გაიზრდება. ასევე, განიხილეს საბორნე მიმოსვლის პერსპექტივები ოდესა-ფოთის მიმართულებით.