". ტყიბულში რაიონული პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმართველოს ახალ შენობაში პოლიციის 25 თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის სამმართველო მოემსახურება ტყიბულის რაიონის 45 სოფელს.
შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა, მსგავსად სხვა განყოფილებებისა, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულიად გამჭვირვალეა.
შენობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური.
2010-2011 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიციის 65 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში პოლიციის ოცი ახალი შენობა მოქმედებს.