ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის პროგნოზით, 2011 წელი დაახლოებით წლიური 6-7%-იანი ინფლაციით დასრულდება.
"ასე თუ გაგრძელდა, დიდი ვარაუდით, 2011 წელი 2010 წელთან შედარებით 6-7%-იანი წლიური ინფლაციის დონით დასრულდება" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას.
დიმიტრი გვინდაძე განმარტავს, რომ ინფლაციასთან ბრძოლის ყველაზე კარგი ბერკეტი ფისკალური კონსოლიდაციაა.
"რეალურად 9%-იანი დეფიციტიდან ჩვენ წელს დავამთავრებთ დაახლოებით 3,6-3,7% დეფიციტით", - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ, რომელმაც ინფლაციასთან დაკავშირებით გარე და შიდა ფაქტორებზე ისაუბრა.