გურჯაანის რაიონში 39 წლის მამაკაცი ჯილეხით დაავადდა. მამაკაცს დაავადება მაშინ გადაედო, როცა ის ბაზარში შესაძენად საქონლის ხორცს არჩევდა. პაციენტი გურჯაანიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას გადის.
„პაციენტს ჯილეხის კანის ფორმა ხელზე ჰქონდა გამოხატული. რადგან ჯილეხის ლაბორატორიულად დადგენა გურჯაანში არ ხდება, ის თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში გავაგზავნეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ.