თურქეთიდან დეპორტირებულ ქართველთა ნაწილი სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამჟამად გამომგზავრებას 12 ადამიანი ელოდება. საქართველოს 45 მოქალაქემ უკვე დატოვა თურქეთი ისინი საქართველოში არიან.
ასევე არ არის გამორიცხული ამ საქმესთან დაკავშირებით ანკარის პოლიციაში ოფიციალური კომენტარი დღესვე გაკეთდეს. შესაძლოა დაასახელონ ტრეფიკიორთა ვინაობა და მათი მუშაობის სქემა. ამასთან ერთად, შესაძლოა გამჟღავნდეს ისიც, თუ რა როლი ჰქონდათ ადამიანების ვაჭრობის საქმეში ქართველ შუამავლებს.