ქართუ ჯგუფს თბილისში, ერეკლეს მოედანზე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ჩამოართვეს. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფართობი ქართუ ჯგუფმა სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა.
"ავტოფარეხის მშენებლობაზე არსებობდა დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც, გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. დედაქალაქის მერიამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ქართუ ჯგუფს მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 100 მანქანაზე იყო გათვლილი, ჩამოართვა", - ნათქვამია განცხადებაში.