სს "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-2" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ოქტომბერს, 03 საათიდან 06 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II; IV; VI კვარტლებს, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის და ჯიქიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ქვესადგურში "სანაპირო" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ოქტომბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, კოსტავას, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ბულაჩაურის, კანდელაკის, ვახუშტის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.