ამერიკელმა მეცნიერებმა საბოლოოდ აღმოაჩინეს მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ღალატობენ ცოლებს. სპეციალისტების აზრით, მამაკაცებს ადულტერისკენ არსებული არასტაბილური გარემო უბიძგებთ. ასეთი ვითარება ტვინისთვის ქვეცნობიერად აღიქმება, როგორც ცხოვრების საფრთხე, რის შედეგად მამაკაცი ახალი სექსუალური პარტნიორების ძიებას იწყებს, რათა რაც შეიძლება მეტი შთამომავლობა დატოვოს.
კანზასის შტატის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საუბარია ხანმოკლე სექსუალურ ურთიერთობებზე.
შეიმჩნევა აგრეთვე საპირისპირო მოვლენა: როცა მსოფლიოში სტაბილური მდგომარეობაა და მამაკაცი არ განიცდის ფულის ან გადარჩენის პრობლემას, იგი მთელ ძალებს უკვე არსებული შთამომავლობის აღზრდისა და მოვლისაკენ მიმართავს.შედეგად, მას მონოგამიური ურთიერთობა ურჩევნია.
სტრესი ქალზედაც ახდენს გავლენას, თუმცა განსხვავებულად. ქალებს, რომელთაც ჰორმონ კორიზოლას და ალფა-ამილაზის მაღალი დონე აქვთ (რომელიც ხანგრძლივი, ძლიერი ემოციური დაძაბულობის შედეგად გამომუშავდება), უფრო ხშირად გოგონები უჩნდებათ. ამდენად,130 გამოსაკვლევი ქალებიდან 72 -ს გოგონა ეყოლა და მხოლოდ 58-ს ბიჭი.