პოპ მუსიკის მეფე, თითქმის ორ წელზე მეტია ცოცხლებში აღარა, მაგრამ მისი შემოსავლები მილიონობით დოლარით ივსება.
ჟურნალმა Forbe ჰელოუნის წინ სახელგანთქმულ უმდიდრეს გარდაცვლილთა სია შეადგინა. ტოპ-სიას ზედიზედ მეორე წელია სათავეში მაიკლ ჯექსონი უდგას, რომლის სიკვდილის შემდგომმა ( 2010 წლის ოქტომბრიდან) შემოსავალმა 170 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფული ჯექსონის ნათესავებისთვის მომღერლის ალბომის გაყიდვას, აგრეთვე მის ნევერლანდ მამულს მოაქვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გარდაცვალებამდე ჯექსონი გაკოტრების ზღვარზე იყო. ახლა კი მისმა მრავალ რიცხოვანმა ნათესავებმა არ უნდა ინერვიულონ ფულზე.
სხვათა შორის გასული წლის რეიტინგში მაიკლმა პირველი ადგილი გაცილებით სოლიდური თანხით -275 მილიონი დოლარით მიიღო.
რეიტინგით მეორე ადგილზეა როკ ენ როლის მეფე ელვის პრესლი. მუსიკოსის ჩანაწერებისა და სხვა მასალების რეალიზაციამ მის შთამომავლებს 55 მილიონი დოლარი მოუტანა. სიას მერილინ მონრო აგრძელებს, რომელმაც 27 მილიონი დოლარი "გამოიმუშავა".
გარდა ამისა, მდიდარი გარდაცვლილების სიაში The Beatles ორი მონაწილე ჯონ ლენონი(მე-5 ადგილი და 12 მლნ.დოლარი) და ჯორჯ ჰარისონი (მე-13 ადგილი და 6 მლნ. დოლარი) აღმოჩნდნენ. "ახალბედებიდან" შეიძლება აღინიშნოს, ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. იგი სიაში მეხუთე ადგილზეა.