ქვესადგურში `სანაპირო" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბერს 10 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, კოსტავას, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ბულაჩაურის, კანდელაკის, ვახუშტის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.