სს `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-2" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბერს 03 საათიდან 06 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II; IV; VI კვარტლებს, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.