ხვალ, 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მცხეთის ჯვარზე ქვის კონსერვაციის დასრულებულ სამუშაობს საიმონ ვარაკთან ერთად მოინახულებს და შეაფასებს.
მცხეთის ჯვრის 5-წლინი კვლევითი სამუშაობი, რომელიც საგანგებოდ დამონტაჟებულ, დახურულ ხარაჩოში მიმდინარეობდა დასრულებულია. მცხეთის ჯვრის რელიეფების გადარჩენის მეთოდოლოგიაზე კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაცია „იკრომის" ქვის კონსერვაციის ექსპერტი საიმონ ვარაკი 6 წელია მუშაობს და უკანსკნელი ერთი თვის განმავლობაში ძეგლზე მიმდინარე ფიზიკურ სამუშაოებს თავად ხელმძღვანელობს.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ერთ-ერთი მწავევ პრობლემა დაძლეულია. განადგურებას გადაურჩა აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ და გვერდით წახნაგებზე განთავსებული რელიეფები, რომელზეც მცხეთის ჯვრის მაშენებლების ერისთავების - სტეფანოზ ქართლის პატრიკიოსი, ადარნერსე ვიპატოსი და დემეტრე ვიპატოსია გამოსახული.
მცხეთის ჯვრის რელიეფები ქრისტეანული სამყაროს საფასადე ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული ნუმუშება და 586-604 წწ. თაღიღდება.
ჯვრის ტაძრის ქვის დაზიანება დიდი ხანია მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2005 წელს სპეციალური მემორანდუმის ფარგლებში, იკრომისა და იუნესკოს დახმარებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ სასწავლო კურსი განხორციელდა. იკრომის ექსპერტების რეკომენდაციით და იუნესკოს დაფინანსებით მცხეთის ჯვარზე დროებითი, დამცავი ხარაჩო დამონტაჟდა, რომელიც აღმოსავლეთ ფასადზე განლაგებული უნიკალური რელიეფების ბუნებრივი პირობებისაგან დაცვის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა იმ დროისთვის.
2010 წელს საქართველოში იუნესკოს, იკრომისა და იკომოსის ერთობლივი მისიის ფარგლებში. მისიამ მიიჩნია, რომ მცხეთის ჯვრის რელიეფების ფიზიკური კონსერვაცია გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. ამის გათვალისიწნებით იკრომის ექსპერტმა ქვის კონსერვაციის საკითხებში საიმონ ვარაკმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ფიზიკური სამუშაობის დასაწყებად კონკრეტული წინადადებიც დაამუშავა, რომლის კომპეტენციას იკრომის გენერალური დირექტორის ბ-ნ ბუშენაკის სარეკომენდაციო ბარათიც ადასტურებს.
მცხეთის ჯვრის რელიეფების გადარჩენის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და მეთოდოლოგიური ზედამხედველობით ხორციელდება. სპეცილისტების აზრით მცხეთის ჯვარზე დამონატაჟებული ხარაჩო, რომელიც წლების წინ ძეგლის კვლევის მიზნით დაიდგა სავარაუდოდ, გაზაფხულზე მოიხსნება, როდესაც კონსერვირებული ქვის საბოლოო ანალიზი გაკეთდება.