ავღანეთის პროვინცია პარვანში საწვავით სავსე მანქანის აფეთქებას 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანური საინფორმაციო სააგენტო "ბახტარი" ავრცელებს.
პოლიციის მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ბენზინის მანქანაზე დამონტაჟებული მაგნიტური ნაღმის აფეთქება გახდა.
მათივე ინფორმაციით, საწვავით სავსე მანქანა ავღანეთში მდებარე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ბაზისაკენ მიემართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები