დღეს ევეროკავშირის ლიდერები ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავენ. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ეს მათი მეორე შეხვედრა იქნება.
შეხვედრაზე ევეროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ საკითხზე როგორ ჩამოაწერონ ვალები საბერძნეთის კერძო ინსტიტუტებს და უნდა გაიზარდოს თუ არა ევროპის დახმარების ფინდი.
დახმარების ფინდის გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას იწვევს იტალიის ეკონომიკის უმძიმესი მდგომარეობა.
ევროკავშირის ლიდერები ელიან, რომ იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კოლეგებს ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევის გეგმას გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები