თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 432 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1, 352 ათასი ადამიანი დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კვირა ღამით მოხდა. ორშაბათს სტიქია განმეორდა და მისი სიმძლავრე 6,1 -ს შეადგენდა.
ადგილობრივი სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ, რომლებსაც ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ ეძებენ, შესაძლოა, 500-1000 მიაღწიოს.