გაეროს მოსახლეობი ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალიტებმა ალინა ტატუნაშვილმა და თინათინ შიბრიდოვამ მიიღეს მონაწილეობა. მათ მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და კონკურსის გამარჯვებულებად დასახელდნენ.
სიუჟეტის ავტორები სეთიფიკატებით და მედლებით დაჯილდოვდნენ, ტელეკომპანია ,,თრიალეთი" კი საუკეთესო რეგიონულ მაუწყებლად დასახელდა და შესაბამისი სეტიფიკატიც გადაეცა. ,,თრიალეთს" გადაეცა ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის დაწესებული სპეციალური პრიზიც, პორტატული კოპიუტერი.
გამარჯვებულად ასევე დასახელდნენ, ტელეკომპანია "იმედი" და ჟურნალი "ლიბერალი".
დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაეროს კვირეულის ფარგლებში გაიმართა, ღონისძიებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა, ჟურნალისტები და ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.