ლიბიის ქალაქ სირტში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი სირტს, ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მცირე სამშობლოს უწოდებენ. კადაფი წარმოშობით სწორედ ამ ქალაქიდან იყო.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მართავდა თავისი სიცოცხლე სწორე ამ ქალაქში დაასრულა. პოლკოვნიკი კადაფი დღეს გამთენიისას დაკრძალეს.