დღეს გამთენიისას მუამარ კადაფი უდაბნოში, საიდუმლო ადგილზე დაკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "სკაი ნიუსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ხელისუფლება დაკრძალვის ადგილს დაიდუმლოდ ინახავს.
კადაფის დაკრძალვა ისლამური ტრადიციების მიხევით წარიმართა. რამდენიმე ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ყოფილ დიქტატორთან ერთად, ასევე მისი ვაჟის - მუატასემი უნდა დაეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ კადაფის ცხედარი, ოთხი დღის განმავლობაში იყო თვალსაჩინო ადგილზე გამოტანილი და მისი ნახვა ლიბიის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
ლიბიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მართავდა 20 ოქტომბერს მის მშობლიურ ქალაქ სირტში მოკლეს. პოლკოვნიკის დაღუპვის ერთი ვერსია ჯერ ჯერობით არ არსებობს.