პომპეის ერთი უძველესი კედლის ფრაგმენტი ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოიშალა.იტალიის ხელისუფლება კედლის ჩამოშლის ოფიციალურ მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ კედლის ჩამოშლის მიზეზი ძეგლის დაუცველობაა.
გასულ წელს პომპეის ერთდროულად ოთხი ობიექტი დაინგრა, მათ შორის "გლადიატორების სახლი". Yამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან რეგიონში მოსული გადაუღებელი წვიმები სახელდებოდა.
იტალიური ოპოზიცია რამდენიმე წელიწადია ადანაშაულებს მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეძლო დაეცვა კულტურული ობიექტი.
ქალაქი პომპეის ნანგრევებიმ, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვ. წ. აღრიცხვამდე 79 წელს განადგურდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.