დღეს, 25 ოქტომბერს, 10:45 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასე ეწვევა. თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.
აკადემიურ წრეებთან შეხვედრის შემდეგ სტუმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ეწვევა.