დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიები და მასალები". კონფერენცია 27 ოქტომბერს დასრულდება.
კონფერენციის თემატიკაა: ინსტრუმენტული, კონსტრუქციული და ფუნქციონალური მასალები; ნანომასალები და ტექნოლოგიები; მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია; HP - HT მასალების ფიზიკური ქიმია და მიღების ტექნოლოგია; ფხვნილთა მეტალურგია; ახალი კონსტრუქციები, სისტემები, ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები; ლითონური და არალითონური მასალების დამუშავება; ტექნოლოგიური პროცესების მართვის პრობლემები.
თეიმურაზ ლოლაძე იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში მანქანათმშენებლობის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
თეიმურაზ ლოლაძე დაიბადა 1920 წლის 24 მაისს. გარდაიცვალა 2000 წლის 13 ივლისს
მასალის გამოყენების პირობები