თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 279-მდე გაიზარდა. 1300 ადამიანი დაშავებულია. შესაბამისი ინფორმაცია ამ დროსათვის არსებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არინჩმა გაავრცელა.
მიწისძვრის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია 2,6 ათასი სახლი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მოწისძვრის ზონაში მოყოლილ მეწარმეებს 1 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გაათავისუფლებს.
მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები მსხვერლთა სიაში არ იმყოფებიან.
"ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს წარმომადგენლობისგან და ამ დროისთვის ინფორმაციას ვფლობთ მხოლოდ დაშავებულებზე. საბედნიეროდ, არსებული ინფომაციით, მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეები არ ემსხვერპლნენ" - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს თურქეთში 7,2-ბალიანმა მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.