საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 23 ოქტომბერს თურქეთის პროვინციაში - ვანში ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შეძრა იმ უბედურებამ, რომელიც თურქეთს დაატყდა თავს - იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, აზარალა ქვეყნის მოქალაქეები და ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას.
მიხეილ სააკაშვილი ქართველი ერის სახელით, უთანაგრძნობს თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახებს.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროებისამებრ დაეხმაროს მოძმე თურქ ერს, რაც ასეთ კრიტიკულ მომენტებში ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი, მით უფრო, მეგობარი ქვეყნისთვის.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს თურქეთში 7-ბალიანმა მიწისძვრამ ათობით შენობა დაანგრია. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 217 მცხოვრები. ნაგრვებეში კი დაახლოებით 600 ადამიანია მოყოლილი.