საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატები~ ხელისუფლებას 2012 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისკენ მოუწოდებენ.
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობი ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის ვარტიანტი გააცნო.
მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები 5 პუნქტისაგან შედგება. კერძოდ, სტუდენტების დაზღვევა თანადაფინასების პრინციპით; ხუთი წლამდე ბავშვების დაზღვევა; სოფლის მეურნეობისათვის დაფინანსების გაზრდა; ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერების შესაბამის კანონში გადაანგარიშების მუხლის აღდგენა; ვეტერანების დაზღვევა.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს დასაქმებაზე, რათა არსებობდეს მყარი და სტაბილური შემოსავალი და მოსახლეობა მუდმივად არ იყოს სხელმწოფოს დახმარების იმედად. ასვე, აუცილებელია ეკონომიკური სფერობის დემონოპოლიზაცია და აგრალური სექტორის განვითარება", - აღნიშნა თარგამაძემ.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტი კორექტირებისთვის მთავრობას გადაეგზავნა. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს, სავარაუდოდ, 5 ნოემბრს დაუბრუნდება.