ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტები აღმოაჩინეს თბილისის და ქუთაისის სავაჭრო ცენტრებში. მომხმარებელთა ფედერაციის წარმომადგენლებმა 20 დასახელების სხვადასხვა პროდუქტი შეიძინეს და აქედან 11-ში ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს.
რამდენიმე სახის პროდუქტზე მითითებული არ არის არც მწარმოებელი და არც დამზადების ადგილი. თუმცა, ნაკლოვან პროდუქტებში იყო ფირმა „ზეიკიძე პლუსი" „შპს ეკომითი" „ახალი ნობათი" და „რუსთავის მონადირული გასტრონომია",
პროდუქტი სავაჭრო ცენტრებში ყოველგვარი ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე იყიდებოდა. ამასთანავე, იმის გამო, რომ ეს პროდუქცია დაბალფასიანია მას მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ყიდულობდა.
შესწავლილი პროდუქცებიდან დადებითი შეფასება აჩვენა „იოლიც", „ნიკორას" „კავკასია პლუსის" „ლიდერფუდის" „გერმანული ყასაბის" და „შაორის" ხორც პროდუქტებმა.