ციმბირის წყლულის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 27 წლის პაციენტი მიიყვანეს. ავადმყოფი ლაგოდეხიდან გადმოიყვანეს და მას ჯილეხის წყლული მარჯვენა ხელის მტევანზე აქვს გამოხატული.
პაციენტის თქმით, მან საქონელი რამდენიმე დღის წინ დაკლა და ხორცი ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაეტანა. თუმცა, არ ჩაიბარეს, რადგან ის საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.
ექიმების განცხადებით პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.