თურქეთში დასახმარებლად შესაძლოა საქართველოდანაც წავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი და თბილისის მერიის საგანგებო სამსახური გასამგზავრებლად მზად არიან.
20-მდე მაშველი გამგზავრების შემთხვევაში სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში 7-ბალიანმა მიწისძვრამ ათობით შენობა დაანგრია. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 217 მცხოვრები. ნაგრვებეში კი დაახლოებით 600 ადამიანია მოყოლილი.