თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი ერჩისი დააზიანა. როგორც ერჩისის მერმა განაცხადა, მსხვერპლი საკმაოდ დიდია, თუმცა ამ დროისთვის ზუსტი მონაცემების თქმა შეუძლებელია.
"ჩვენ სამაშველო და სამედიცინო დახმარება გვჭირდება. რამდენიმე შენობა დაინგრა. მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ დიდი", - განაცხადა მერმა ზულფიკარ არაპოღლუმ.
თურქეთში მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის პროვინციიდან 435 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.