თურქეთის არმიამ ერაყის მოსაზღვრე რაიონში სამხედრო ოპერქციის მსვლელობისას 50-მდე ქურთი ბიოევიკი გაანადგურა. შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის არმიის წარმომადგენელმა გაავრცელა, იტყობინება „ბი-ბი-სი".
ოპერაციის მსვლელობისას გამოყენებული იყო არტილერია, ავიაცია და მასში ჩართული იყო 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით, ქურთთა შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთმა ბოევიკებმა 19 ოქტომბერს თურქეთის არმიის 24 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.