ლიბიის ექსლიდერმა მუამარ კადაფიმ ქვეყნიდან 200 მლრდ აშშ დოლარის გატანა შეძლო. ამის შესახებ Los Angeles Times წერს.
ეს ციფრი ორჯერ აღემატება ადრე გაჟღერებულ მონაცემებს და თუ ის დადასტურდა კადაფი ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც ყველაზე ექსცენტრიული ლიდერი, არამედ როგორც ქვეყნის „ყველაზე ხარბი მეთაური".
ამ თანხის ყველა ლიბიელზე თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თითოეული მათგანი 30 ათას აშშ დოლარს მიიღებდა.
გამოცემა არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, თუმცა მიუთითებს, რომ კადაფის აქტივში მოხვდა ინვესტიციები, ოქროსა და ვალუტის რეზერვები, უცხოეთის ბანკებში არსებული ანგარიშები.