ათენის ქუჩებში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულია ასამდე.
ანტიკრიზისული კანონპროექტის მიღების პროცესში ქალაქის ქუჩებში 70 ათასამდე მოქალაქე, ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ გამოსულები. სამართალდამცავებთან მათი შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მომიტინგეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.