ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც მომიტინგეები აპროტესტებენ საბერძნეთის პარლამენტმა ათი ხმის უპირატესობით დაამტკიცა. კანონპროექტის ერთ-ერთმა აქტიურმა დამცველმა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა დეპუტატების უმრავლესობის დარწმუნება გადაწყვეტილების სისწორეში მაინც მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ათი ათასობის მოქალაქე, პარლამენტის გარეთ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებმა, კანონმდებლებმა შექმნილ ვითარებაში ხელფასების შემცირებას და გადასახადების გაზრდა მაინც საჭიროდ ჩათვალეს. მსგავსი ანტიკრიზისული გეგმის მიღება საბერძნეთს ახალი, ასცხრა მილიარდიანი ტრანშის მისაღებად სჭირდება, რომლის გამოყოფის საკითხიც ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტონ.