ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი და ევროპული კომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობას მიესალმებიან.
"მუამარ კადაფის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობა თავის თავში დესპოტიზმისა და რეპრესიების ერის ეპოქის დასრულებას ასახიერებს, რომელშიც ლიბიელი ხალხი ძალიან დიდი ხანია იტანჯებოდა. დღეს ლიბიას შეუძლია გადაფურცლოს თავისი ისტორიის ფურცელი და დემოკრატიული მომავალი აშენოს", _ ნათქვამია ორივე ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.