ბერლინში გაიხსნა აფხაზური სამზარეულოს რესტორანი, სახელწოდებით "უ ვიოლეტი". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს პირველი აფხაზური რესტორანია, რომელიც ევროპაში გაიხსნა.
"იგი ვიოლეტა ტუდატ ავიძბამ გახსნა, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობს. რესტორანი 70-კაციანია. აქ წარმოდგენილია ძირძველი აფხაზური კერძები: აკუდ (ლობიო), აბისტა (ღომი), აჩაშვ (ყველიანი), აჩაპა (ბოსტნეული თხილით), დესერტი და სხვა", _ იუწყება აფხაზური მხარე.