საბერძნეთის პარლამენტთან პროკომუნისტური პროფკავშირების აქტივისტებისა და ანარქისტების შეტაკებები მიმდინარეობს. ანარქისტები მემარცხენე პარტიებისა და სხვადასხვა პროფკავშირული გაერთიანების მიტინგის ჩაშლას ცდილობდნენ.
300-მდე შავნიღბიანი ანარქისტი, რომლებსაც მოტოციკლისტების ნიღბები აქვთ, ქვებითა და აალებადი ნივთიერებებით სავსე ბოთლებს პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვს ესვრიან. პროფკავშირების წარმომადგენლები მათ პარლამენტის შენობასთან მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე მიღწევაში და იქ პოლიციის დანაყოფებთან კონფლიქტში შესვლაში უშლიან ხელს.
პოლიციელებს, თავის მხრივ, პარლამენტის შენობა ალყაშემორტყმული აქვთ. ამჟამად პარლამენტის შენობასთან 60 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის დეპუტატებს, უარი თქვან ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე, რომლის მიღების შემთხვევაში, დემონსტრანტთა აზრით, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაიკლებს.