აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ იქ ყველა უმუშევარ რეჟისორს შეეძლება სპექტაკლის დადგმა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ განუცხადა.
"თეატრში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ იქნება შესანიშნავი გახმოვანება, განათება, სცენა. ნუკრი ქანთარია, სანდრო მრევლიშვილი, მათ შორის მეც უმუშევრები ვართ. ყველა თაობის უმუშევარ რეჟისორს შეუძლია, ხორავას თეატრში დადგას სპექტაკლი. აქ არა მარტო ჩვენ, არამედ ნიჭიერი ახალგაზრდებიც დასაქმდებიან. ვინც მოიტანს კარგ პროექტს, კარი ყველასთვის ღია იქნება. გვექნება ერთი თეატრი, რომელიც ჩვენი შეგროვილი თანხებით ჩამოვაყალიბეთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი თბილისში 1972 წელს დაარსდა.