22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კიევში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გაიმართება სრულიად უკრაინის კულტურულ-შემოქმედებითი აქცია "ქართული ხალხური ხელოვნება უკრაინაში". ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, თანამედროვე სიმღერის შემსრულებლები. დაგეგმილია ასევე საქართველოს ეთნო-ტურისტული ცენტრების გამოფენა, ქართული ეროვნული კერძების, მინერალური წყალი "ნაბეღლავის" გამოფენა-დეგუსტაცია და სხვ. ღონისძიების ფარგლებში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" ახალგაზრდული ფრთის პრეცენტაციაც გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებას გახსნიან უკრაინის კულტურის მინისტრი მიხეილ კულინიაკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, ცნობილი ქართველი პოეტი რაულ ჩილაჩავა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" პრეზიდენტი ბესიკ შამუგია.
ქართული კულტურულ-შემოქმედებითი აქციას უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი" სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას", უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანადგომით გამართავს.