ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეაში გაიხსნა 12-15 წლის ასაკის ბავშვების ნახატების გამოფენა, სახელწოდებით ,,ჩემი სამშობლო", რომელიც საქველმოქმედო ფონდის "ხელოვანები თანადგომისთვის" ორგანიზებით და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიისა და ქალთა და ბავშვთა პრობლემების კვლევითი ცენტრის ინიციატივით მოეწყო.
პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობას ქველმოქმედების მხრივ და დროებით გადაადგილებული ბავშვების კულტურის სფეროში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით.
გამოფენა ორდღიანია და 21 ოქტომბერს დასრულდება. საქველმოქმედო პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.