ლიბიის ქალაქ სირტში მუამარ კადაფის ვაჟი მუტასიმ კადაფი მოკლეს, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მამის მრჩეველი იყო. ინფორმაციიას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია "სკაი ნიუსი" ავრცელებს. ხოლო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუამარ კადაფის მეორე ვაჟმა ალ-ისლამმა ქალაქის იერიშის დროს მისი დატოვება შეძლო, ტელეარხი "ალ-არაბია" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ბოლო დროის განმავლობაში კადაფი სიტრში იმყოფებოდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, კადაფი ალყაში მოხვდა, ტყვედ ჩაიგდეს, შემდეგ კი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მედიაში უკვე გაჩნდა მობილურ ტელეფონზე გადაღებული პირველი ფოტოსურათი, რომელზედაც გარდაცვლილი მუამარ კადაფია აღბეჭდილი.
არსებობს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დატყვევებულია მუამარ კადაფის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამებრძოლი, მათ შორის მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამბოხებულები კადაფის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც ლიბიას 40 წლის განმავლობაში მართავდა.