ლიბიის ყოფილი ლიდერი მისი დაკავებისას მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, კადაფის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ლიბიის დროებითი მთავრობა ავრცელებს.
კადაფიმ მიიღო ჭრილობები ქალაქ სირტეში, სადაც მოხდა მისი აყვანა.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ლიბიაში სიტუაცია დაიძაბა, რაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არეულობები ნახევარ წელზე მეტი გაგრძელდა. მუამარ კადაფი ლიბიას 40 წლის განმავლობაში მართავდა.