„ყველაზე მეტად დღეს ჩვენ თუ რამე გვჭირდება ეს არის ღრმა განათლება. ამისათვის საჭიროა როგორც ახალგაზრდებმა ისე ყველა თაობის ადამიანმა კლასიკურ და კულტურულ საღამოებზე იარონ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" თელავის მუსიკის ფესტივალზე მერაბ კოკოჩაშვილმა.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა საქართველოში სხვადასხვა ფესტივალის ჩატარება საზოგადოებაში განათლების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
„ასეთი მაღალი მუსიკის შემსრულებლები როგორებიც არიან პიანისტი - ელისო ვირსალაძე, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე, ტენორი - ბადრი მაისურაძე საქართველოს დედაქალაქში კი არა არამედ თელავში მართავენ კონცერტებს ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. მაინც ვთქვათ რომ თელავი პროვინციაა. თუმცა, ის რომ ფესტივალი აქ ეწყობა ეს არის განათლებისთვის უზარმაზარი რამ. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო კლასიკურ მუსიკას იშვიათად თუ ვინმე სადმე მოისმენს. აქედან გამომდინარე ეს უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თელავისთვის, როგრც ახალგაზრდისთვის ისე ყველა თაობისთვის", - აღნიშნა კოკოჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ელისო ვირსალაძის თაოსნობით გამართული „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი" თელავში 16 ოქტომბერს გაიხსნა და 23-მდე გაგრძელდება, რომლის სპეციალური სტუმარი რეჟიროსი, მერაბ კოკოჩაშვილი გახლავთ.