საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზს და მის მეუღლეს, კარლა ბრუნს გოგონა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ბრუნიმ პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სარკოზი კლინიკაში ბავშვის დაბადების შემდეგ რამდენიმე საათში მივიდა. კლინიკა სარკოზიმ მალევე დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ევროზონაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს განიხილავენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გოგონა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიბადა. კარლა ბრუნს წინა ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, სარკოზის კი სამი.
მასალის გამოყენების პირობები