ხვალ, 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინოსტუდიაში გაიმართება შეხვედრა ხმის რეჟისორ მარკ ბერგერთან. შეხვედრას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, დანიტერესებული პირები დაესწრებიან.
მარკ ბერგერი არის კინოაკადემიის 4 ჯილდოს მფლობელი, ხმის ინოვაციური გამოყენებისათვის ფილმებში "აპოკალიფსი დღეს" (1979წ.) "ამადეუსი" (1984წ.) "ინგლისელი პაციენტი" (1996 წ.) "კარგი გუნდი" (1983წ.). ასევე, მისი ნამუშევრებიდანაა მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა", სტივენ სპილბერგის „მიუნჰენი" და მრავალი სხვა. ამჟამად მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.
კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ ბერგერი მასტერკლასებს 12 სექტემბრიდან ატარდებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტთათვის. მასტერკლასების დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატები.
პროექტი, კომპანია „ქართული ფილმის" ბაზაზე, საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.