28 ოქტომბერს "ჰოლიდეი ინში" ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გაიმართება. მასში მონაწილეობას უკრაინული კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც საქართველოში უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის სერგეი ტიგიპკოს და უკრაინის მთავრობის წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩამოდიან.
ბიზნესფორუმზე უკრაინული მხრიდან წარმოადგენილი იქნება შემდეგი სექტორები: სოფლის მეურნეობა, საფინანსო, ტელეკომუნიკაცია და ტურიზმი. მათი მიზანია საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან შესაბამისი სექტორების მიხედვით.
ფორუმს გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.