აშშ-ში ნიუ-მექსიკოს შტატში, უდაბნოში, მსოფლიოში პირველი კოსმოპორტი "ამერიკა" გაიხსნა.
კოსმოდრომის მშენებლობა, საიდანაც მდიდარი ტურისტები კოსმოსის საზღვრებს გადაკვეთავენ, 209 მლნ. დოლარი დაჯდა, საიდანაც თანხის ნაწილი აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსდა, წერს The Daily Mail.
კოსმოპორტის მშენებლობის იდეა, ბრიტანელ მილიარდელს რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის.
2005 წელს, ნიუ-მექსიკოს ჩინოვნიკებსა და ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, კოსმოსური ტერმინალის მშენებლობაზე.
6 წლის შემდეგ, 2011 წლის 17 ოქტომბერს, ბრენსონმა საზოგადოებას პირველი კოსმოპორტი "ამერიკა" წარუდგინა. კოსმოპორტიდან ფრენების განხორციელება 2012 წლის ბოლოდან დაიწყება.
ბილეთები, რომლის ღირებულებაც 200 დოლარიდან იწყება, კოსმოში გაფრენის 450 მსურველმა იყიდა.
"ამერიკიდან" ფრენები აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის მიერ ლიცენზირების შემდგომ განხორციელდება, თუმცა ცნობილია, რომ "ნასამ" Virgin Galactic-თან 4,5 მლნ. დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც "ნასა" კოსმოპორტიდან სამ საცდელ ფრენას განახორციელებს.