19-20 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) "რისკის მართვის" საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას მართავენ. კონფერენციას "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.
კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფინანსურ სექტორში რისკების სწორად შეფასება და შემდეგ რეაგირების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიის განსაზღვრა პრინციპული მნიშვნელობისაა. ეს ფაქტი მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმაც დაადასტურა.
რისკების მართვის თემაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ლექციებს სარეიტინგო კომპანია "მუდის" ანალიტიკოსი წაიკითხავს.
"ამ ფორმითა და ამ მასშტაბით კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საბაზრო რისკების მართვას, პირველად ტარდება. EBRD აღნიშნულ კონფერენციას სებ-თან ერთად ატარებს და კონცერენციაზე მოწვეული გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, რომელბიც თავიანთ პრეზენტაციას გააკეთებენ რისკების მართვის თვალსაზრისით და კონფერენციაზე მოწვეული გვყავს ასევ ყველა ქართული ბანკი და მსხვილი კომპანიების ფინანსური დირექტორები, რომლებიც სავაჭრო ურთიერთობებში არიან ჩართულნი", - აღნიშნა კონფერენციის დაწყებამდე EBRD-ს მთავარმა ბანკირმა ირაკლი მექვაბიშვილმა.
როგორც ცნობილია შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება გაცვლითი კურსის რისკების მნიშვნელობაზე. თეორისულ საკითხებთან ერთად მონაწილეები პრაქტიკულ მაგალითებსაც განიხილავენ, მათ შორის მონაწილეენს საშუალება ექნებათ მიიღონ საკმარისი ინფორმაცია ლიკვიდობის მართვისათვის, თუ რა ინსტრუმენტებს სთავაზობს საქართველოს ეროვნული ბანკი და გაერკვნენ ბაზარზე არსებულ;ი ფინანსური წარმოებულების შესახებ.
"ეს ვორქშოფი არის რისკების მართვაზე, რომელიც არის უფრო გლობალური რისკების მართვის მიზნის, ფინანსური ბაზრების განვითარების ნაწილი. ფინანსური ბაზრების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის მონაწილეებმა იცოდნენ, ეროვნული ბანკი რას აკეთებს და რა ინსტრუმენტებს იყენებს და ასევე რომ ქონდეთ საკმარისო ცოდნა თუ როგორ გამოიყენონ ეს ინსტრიმენტები. დღევანდელი ვორქშოფი სწორედ, რომ ამ თემებს ეხება, სადაც სებ-ი გაკეტებს პრეზენტაციებს თუ რას ვაპირებთ და რა გავაკეთეთ", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
სებ-ი აქტიურად მუშაობს ფულადი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, თუმცა მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საფინანსო და არასაფინანსო სექტორის ცოდნის გაღრმავება ფინანსური ბაზრებისა და რისკების მართვის თაობაზე.