წმინდა ანდრიას ჯვრის სახელობის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში გუშინ გაიხსნა. მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში 5 ქვეყნის 35 ფილმი მონაწილეობს.
ბათუმის დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო ქართველი რეჟისორების სამი არასაკონკურსო ფილმიც. ასევე, წარმოდგენილი იყო მართლმადიდებულ თემატიკაზე შექმნილი ფოტო გამოფენა.
ფესტივალის გახსნის დღეს წმინდა ანდრიას ჯვარი მიანიჭეს პოეტ, ფრიდონ ხალვაშს.
შეგახსენებთ, რომ საფესტივალო ფილმების ჩვენება ბათუმის დრამატულ თეატრში და კინოთეატრ „აპოლოში" მიმდინარეობას. ცნობისთვის, გამარჯვებულს გამოავლენენ დასკვნით საღამოზე, რომელიც შაბათს 22 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება.