საბერძნეთში 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. წინა დღეებში სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული გაფიცვები დღეიდან ნსხვა სახეს იღებს. 48 საათიან გაფიცვას ორგანიზებას ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის პროფკავშირები უწევენ.
პროფკავშირებმა გაფიცვა ქვეყნის პარლამენტში ხარჯების შემცირებას ნაცვლად საერთაშორისო კრედიტების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრას დაამთხვიეს.
წინასწარი ინფორამაციით, არ იმუშავებენ დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, სკოლები და უნივერსიტეტები. შეფერხებით იმოძრავებს საზოგადეოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში ორი დღით შეწყდება საავიაციო მიმოსვლა.
გაფიცვას აგრძლებენ სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მეექვსე დღეა არ გადმოსცემენ ახალ ამბებს. არ მაუწყებლობენ კერძო ტელეარხები, დღეს ქვეყანაში არ გამოვა გაზეთები.
მეორე დღეა გაფიცულები არიან ბანკები. 20 ოქტომბერს ორი კვირა გახდება, რაც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას პროტესტს უცხადებენ და საქმიანობა შეწყვეტილი აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს. კვლავ აგრძელებენ გაფიცვას საგადასახადო სფეროს წარმომადგენლები.
ქვეყნის პოლიცია ათენში მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება.
შეგახსნებთ რომ დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის ხელფასებისა და პენსიების შემცირებას. ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 30 ათასი ადამიანის დათხოვნას.