ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კიდევ ერთ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"რამდენიმე წუთის წინ (საღამოს 21 საათზე) დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მირიან ბაიდაშვილმა დაურეკა ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს და მოსთხოვა დაცვის კუთვნილი იარაღის ჩაბარება.
მას შემდეგ რაც, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს ტელეფონით მოსთხოვა განმარტება, თუ ვისი დავალების ქვეშ მოქმედებდა და ვინ გასცა ბრძანება ივანიშვილის დაცვის განიარაღებაზე, რა სამართლებრივი მოტივით, მირიან ბაიდაშვილი დაიბნა, მან ვერ დაასახელა ამ ბრძანების გამცემი კონკრეტული პირი, ვერც საფუძველი და მოტივი".