19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება "ჩერქეზთა კულტურის ცენტრის" პრეზენტაცია.
ჩერქეზული კულტურის ცენტრი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 12 ოქტომბერს. სსიპ "ჩერქეზული კულტურის ცენტრი" იფუნქციონირებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან.
მოწვეული სტუმრებისთვის პრეზენტაციას გამართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.